-
გაკვეთილის მთავარი თემა
|
კალათბურთი______ ტაქტიკური მოქმედებები თავდასხმასა და დაცვაში
|
სწავლების საფეხური
|
მე-10 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე
|
შეძლონ ბავშვებმა თამაში ელემენტარული წესების დაცვით
| |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
შეძლოს შეძენილი უნარ-ჩვევების (ტაქტიკური მოქმედებები) გამოყენება თამაშის დროს,შეეძლოს თამაშის წამოწყება,ბურთის მიღება-გადაცემა,ბლოკირება,ფარზე შესვლა და ბურთის კალათში გდება.
|
წინასწარი ცოდნა
|
ბურთის ტარება და ფლობა
|
შეფასების საგანი და პროცედურები
| |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მოედანი,კალათბურთის ბურთები,კომპიუტერი და პროექტორი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1-მოსამზადებელი ნაწილი----10წთ
საორგანიზაციო საკითხები:ერთ მწკრივად მოწყობა მისალმება,გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
სამწყობრო ვარყიშები(სიარული -სირბილი)
4-რიგად მოწყობა და ვარჯიშები მოძრაობითი თვისებების განვითარებისათვის.
2-ძირითადი ნაწილი----25წთ
ბავშვები იყოფიან 2 გუნდათ
მოძრავი თამაშები კალათბურთის ელემენთების გამოყენებით :
ა)ბურთის ტარება წინაღობის შემოვლით
ბ)ბურთის ტარება და კალათში გდება
გ) ბურთის მიღება და გადაცემა წყვილებში და სამეულებში
დ)ბურთის მიღება და გადაცემა შემხვედრი მოძრაობის დროს
===ბავშვებმა იციან თავიანთი გუნდების შემადგენლობა და იყოფიან: გოგონების 2გუნდი და ბიჭების 2გუნდი
იწყება თამაში ნახევარ მოედანზე გოგონები და ნახევარ მოედანზე ბიჭები---3/3
მასწავლებელი დგება მოედნის ცენტრში და თვალყურს ადევნებს თამაშებს, რომელშიც ეხმარებიან წინასწარ არჩეული მსაჯები.
მასწავლებელი თამაშის პროცესში აძლევს მოთამაშეებს მითითებებს, შენიშვნებს და წამახალისებელ რეპლიკებს მათი შესრულებული მოძრაობების (მოქმედებების)შესაბამისად.
მოსწავლეები ცდილობენ თამაშის დროს მოახდინონ შესწავლილი მოძრაობების და ელემენტების დემონსტრირება
და მაქსიმალურად შეასრულონ მასწავლებლის მიერ მიცემული მითითებები
თამაშის ხანცრძლივობა 5-5წთ.
---3-დასკვნითი ნაწილი--10წთ.
მოსწავლეები მასწავლებლის ბრძანებაზე ეწყობიან ერთმწკრივად და ხდება გაკვეთილის შეჯამება:
რა შევისწავლეთ და როგორ გამოვიყენეთ ის თამაშის დროს.მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს.
დარჩენილ დროში მასწავლებელი პროექტორის საშუალებით ბავშვებს აჩვენებს სურათებს, რომლებზეც აღბეჭდილია ცნობილი კალათბურთელების თამაშის საუკეთესო მომენტები.
ბავშვები ორგანიზებულად ტოვებენ დარბაზს.
|
ჩამოტვირთეთ შეფასების რუბრიკა>>>
ჩამოტვირთეთ სლაიდი>>>
No comments:
Post a Comment